იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასახელდა. შვედმა ფორვარდმა გასულ თვეში ლიგაში ყველას აჯობა.
ზლატანმა ოქტომბერში სერია A-ში 2 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. იბრამ „ინტერთან“ და „რომასთან“ მატჩებში ორჯერ დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ შვედ ფეხბურთელს ოქტომბრის დასაწყისში კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამგამოჯანმრთელებისთანავე მაღალ დონეზე თამაში მოახერხა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება.