ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესპანური „გრანადას“ მთავარ მწვრთნელს, დიეგო მარტინესს, კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი დაუდგინდა. თავის გუნდს ის ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში „ომონიას’ წინააღმდეგ ვერ უხელმძღვანელებს - გვამცნობს ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მარტინესის გარდა, ვირუსი გუნდის სამ ფეხბურთელს და მწვრთნელთა სბჭოს კიდევ ერთ წევრს დაუდგინდათ. მათი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.