ფეხბურთი

13:20 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტურეს წასვლის შემთხვევაში “სიტი” პოგბას ან ტიოტეს შეიძენს

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ახალი საყრდენი ნახევარმცველის შეძენის შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

Daily Mail-ის ცნობით, “ქალაქელები” ფიქრობენ, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში, ან სეზონის დასრულებისთანავე, იაია ტურე ფრანგულ პსჟ-ში გადასვლას გადაწყვეტს და მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ.

გარდა ამისა, ზამთარში ვადა ეწურება “ნიუ-იორკ სიტიდან” განათხოვრების წესით აყვანილი ფრენკ ლემპარდის იჯარას. ამრიგად, “სიტი” ტურინის “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას, ხოლო “ნიუკასლიდან” შეიკ ტიოტეს შეძენის ვარიანტებს განიხილავს. 21 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი, ხოლო 28 წლის კოტ დივუარელის ღირებულება 15 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

0.1175