ფეხბურთი

2:13 | 5.11.2020 | ნანახია 2936 - ჯერ

ლაშა დვალის 90 წუთი და უნებლიე ავტოგოლი "იუვენტუსთან" (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში H ჯგუფში ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

„იუვემ“ უნგრეთის ჩემპიონის ძლევა ადვილად, 4:1 მოახერხა, დუბლით ალვარო მორატა გამოირჩა, ერთი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა. არგენტინელს დუბლიც უნდა შეესრულებინა, მაგრამ ლაშა დვალს ჩაეწერა ავტოგოლი. საქმე ისაა, რომ უნგრელთა მეკარე დიბუში უხეში შეცდომის შემდეგ დიბალა ახლოს იყო გოლთან, მაგრამ დვალმა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა სცადა, თუმცა ავტოგოლი გამოუვიდა. ქართველი ფეხბურთელი რომ არა, გოლის ავტორი უსათუოდ სამხრეთ ამერიკელი იქნებოდა. მაგრამ რა გაეწყობა, წესი წესია, დვალი ბურთს იქამდე შეეხო, სანამ კარის ხაზს გადაკვეთდა და ავტოგოლიც ოფიციალურად მას ჩაეწერა. სხვათა შორის, დიბალამ პირველი გოლიც მეკარის დაუჯერებელი შეცდომის შედეგად გაიტანა.

მთლიანობაში ლაშა დვალს ურიგოდ არ უთამაშია, ყოველშემთხვევაში თანაგუნდელთა ფონზე. აღსანიშნავია, რომ ქართველი მცველი მთელი თამაში მარცენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და არა ცენტრში. პრინციპში ამას უკვე მივეჩვიეთ, ვლადიმირ ვაისიც ნაკრებში ყოველთვის ამ პოზიციაზე იყენებს.

„იუვენტუსს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო „ფერენცვაროში“ 1 ქულით კიევის „დინამოსთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:15 | 05.11.2020
araza-1918 (6330)

ბიძო უწყობს ხელს მაკედონიას მაყურებელს არ გვიშვებს დრენაჟსაც არ აკეთებს ხვიჩამ რომ არ იმატავოს წვიმაში

16:29 | 05.11.2020
ilia_juventus (2091)

სპაიდერ მენს რატომ ჰგავს ეს ?

14:53 | 05.11.2020
Kobe Bean (21687)

რა ავტოგოლი დიბალას უნდა ჩაწეროდა ეს გოლი.არც არგენტინელს დააკლდებოდა და არც ქართველს ჩაეწერებოდა პასივში

11:22 | 05.11.2020
qomagi (1575)

მეკარე და დაცვა, განსაკუთრებით 25 ნომერი, მაგარი ბანძი ყავს ფერენცვაროშს. რაც მომენტები ვნახე, დვალის ბრალი არც ერთი გოლი არ ყოფილა და გრძელ პასებსაც მხოლოდ დვალი აწვდიდა წინ, დანარჩენები ჩასვრილები უკან აგორებდნენ ბურთს და კი მიიღეს 4 გოლი.

09:34 | 05.11.2020
lagashi (6738)

ამას არა უშავს, მთავარია ძირითადი ადგილი დაიბრუნოს

07:12 | 05.11.2020
araza-1918 (6330)

ლორია -კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე- კანკავა კვეკვესკირი- კვარაცხელია ყაზაიშვილი ოქრიაშვილი-ქვილითაია ზამენაზე დვალი ხოჭოლავა დავითაშვილი გვილია შენგელია

0.15735