ფეხბურთი

11:02 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

უნიკალური და ასიანი სერხიო რამოსი

სერხიო რამოსმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა - მადრიდის „რეალში“ მან მეასე გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის ფანტასტიკური შედეგია.

ვეტერანი ესპანელი მე-19 ფეხბურთელია, რომელმაც „სამეფო კლუბში“ 100-გოლიან ზღავრს უწია. იქ შედის 15 თავდამსხმელი, 2 ნახევარმცველი და ორი მცველი - ერთი თვითონ და მეორე ფერნანდო იერო. სხვათა შორის, გაუთანაბრდა ფერნანდო მორიენტესს, რომელიც თავდამსხმელი იყო და "სამეფო კლუბში" მასაც 100 გოლი აქვს გატანილი.

სერხიომ ხსენებული 100 გოლიდან 55 თავით გაიტანა, კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ კი მისი შედეგიანობა ერთი-ორად გაიზარდა, რადგან პენალტებსაც ის ასრულებს.

სერხიო რამოსმა „რეალში“ სადებიუტო გოლი 2005 წლის 6 დეკემბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, მე-100 ამავე ტურნირზე „ინტერთან“. 100 გოლის გატანას რამოსმა 659 თამაში და 15 წელი მოანდომა...

0.109617