„ატლეტიკომ“ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა, რომ „ვალენსიიდან“ ჟოფრეი კონდოგბია გადაიბირა.
27 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბთან 2024 წლამდე გააფორმა კინტრაქტი. თანხა არ ზუსტდება, თუმცა Marca ამტკიცებს, რომ ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაჯდა.
კონდოგბია „ლანსის“ აღზრდილია და 2010-12 წლებში ამ კლუბში თამაშობდა. შემდეგ კი „სევილიის,“ „მონაკოსა“და „ინტერის“ ღირსებას იცავდა. „ვალენსიაში“ 2017 წელს გადავიდა.