ფეხბურთი

19:12 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "თუ ასე გავაგრძელებ, ერთწლიან კონტრაქტს მოვითხოვ"

იტალიური „მილანის“ 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაშურ ფორმაშია და საკუთარ გუნდს მორიგ გამარჯვებაში საგოლე პასით და ულამაზესი გოლით დაეხმარა. „უდინეზესთან“ (2:1) თამაშის შემდეგ ზლატანი იტალიურ მედიას გაესაუბრა.

„როდესაც აქ მოვედი, 6-თვიან კონტრატზე მეტი მსურდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მოვითხოვე ხელმოწერა, რადგან უკმაყოფილო არავინ უნდა ყოფილყო. სეზონის ბოლოს ვნახავ როგორ ვიქნები, არ მინდა, გუნდი ნეგატიურ სიტუაციაში ჩავაყენო. თუმცა, ასე თუ გავაგრძელებ, პაოლო მალდინისთან მივალ და ვეტყვი, რომ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმონ, თორემ აღარ ვითამაშებ.

ევროპაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ და ისინი თავს ახალგაზრდულად მაგრძნობინებენ. ძალიან კარგი ბიჭები არიან, დიდი სურვილი აქვთ და არასდროს კმაყოფილდებიან, არც თამაშებზე და არც ვარჯიშებზე.

წნეხს ჩემს თავზე ვიღებ და ეს მომწონს. მათ ეს არ უნდა იგრძნონ, უბრალოდ უნდა იმუშაონ და საკუთარი თავის დაიჯერონ. სეზონის განუყოფელი ნაწილია რთული მომენტების მოსვლა, მთავარია ვიმუშაოთ და დადებითად ვიფიქროთ. ყველაფერი კარგად მიდის, ყველა თამაშს ფინალივით ვუყურებთ. ვნახოთ, საბოლოოდ სად მივალთ. იმედი მაქვს, რომ მალე გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდებიან, რადგან ჩვენ მათთვის ვთამაშობთ“, - თქვა ზლატანმა.

39 წლის შვედმა ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ოთხჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა, რითაც გოლეადორთა სიაში პირველია. მისი გუნდი კი 16 ქულთ სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

0.114054