ფეხბურთი

18:21 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "შარშანდელი მე-6 ადგილის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „უდინეზესთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს, როდესაც მე-6 ადგილზე გავიდნენ.

„ჩემი ბიჭები კიდევ ერთხელ ძალიან კარგები იყვნენ. რთული და სახიფათო თამაში გამოდგა. „უდინეზე“ ძალიან კარგად თამაშობდა. კმაყოფილი ვარ, საუკეთესო დღე არ გვქონდა, მაგრამ გავიმარჯვეთ. კმაყოფილი ვარ დიასის, ტონალისა და დიოგო ჟოტას თამაშში ჩართვით. ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ და არაფერი გაგვიკეთებია.

უნდა ვიფიქროთ ევროპა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლაზე და გასული სეზონის მეექვსე ადგილის გაუმჯობესებასზე. იბრაჰიმოვიჩი კი ნამდვილი ჩემპიონია და გუნდის ზრდისთვის ფუნდამენტური ნაწილია“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანს“ 8 მარტის შემდეგ არ წაუგია და სერია A-ში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.114807