ფეხბურთი

11:45 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის ნაკრებს მეკარე გამოაკლდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს მეკარე დეიან ილიევი გამოაკლდა. 23 წლის კიპერმა, რომელიც „შრიუსბერის“ კარს იცავს, მაგრამ ლონდონის „არსენალის“ საკუთრებაშია, ტრავმა მიიღო და თითქმის გამორიცხულია, რომ საქართველოსთან შეხვედრისთვის მზად იყოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მას რამდენიმე კვირა გაუცდება და იგორ ანგელოვსკი ნაკრებში ვერ გამოიძახებს.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი მომავალი მეტოქისთვის დიდი პრობლემა არაა, რადგან ილიევი მაკედონიელთა მესამე მეკარეა სტოლე დიმიტრიევსკისა და დამიან შიშკოვსკის შემდეგ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი თბილისში, 12 ნოემბერს გაიმართება.

0.119231