ევროლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ ესპანურ „ვლენსიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 84:75 დაამარცხა. რუსებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 8 ქულით მოიგეს და დიდწილად სწორედ ამ უპირატესობით იმარჯვეს.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 23:22 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში შენგელიამ 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 გამოდგა.
მოსკოვოს ცსკა-ს 6 ტურის თავზე 3 მოგება დ 3 წაგება აქვს, ამ შედეგით კი მეშვიდე ადგილზეა. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში 6 ნოემბერს, ათენში, „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდებიან.