ფეხბურთი

12:46 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: „ევროპის პრემიერლიგის შექმნა ინგლისურ ანალოგს შეჭამს“

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, ამჟამად კი ფიფას ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არსენ ვენგერი, ჟურნალისტებს ევროპული პრემიერლიგის შესაძლო შექმნის თაობაზე ესაუბრა.

„არ მგონია დღეს ევროპა ამისათვის მზად იყოს. ამჟამად ინგლისის პრემიერლიგა სხვებს აღემატება და უნდათ ეს უპირატესობა მოშალონ. საუკეთესო ხერხი ამისათვის ევროპული ანალოგის შექმნაა. თუ ინგლისური კლუბებისგანაც მიიღეს თანხმობა, ასეც მოხდება.

ახლა კლუბების მფლობელებისა და ინვესტორების ეპოქაში ვცხოვრობთ. მათთვის კი პირველხარისხოვანი ფულია. ალბათ ევროპული სუპერლიგა მეტი ფულის შოვნის საშუალებაა.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს The Guardian.

ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის კლუბები, მათ შორის „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი,“ მონაწილეობენ პროექტის განხილვაში, რომელსაც „ევროპული პრემიერლიგა“ ჰქვია. ფიფას მხარდაჭერით, ახალი ლიგის დაწყება 2022 წლიდანაა ნავარაუდევი. მასში 16-18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის „დაქოქვას“ 6 მილიარდი დოლარი სჭირდება.

0.115163