საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გიორგი ცინცაძის პასი, რომელიც მან ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში ლიეტუვასთან შეხვედრაში გააკეთა, ფიბას გამოკითხვაში მამაკაცთა შორის დეკადის საუკეთესო ასისტად დასახელდა.
გიორგის მეტოქე ფინალში არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი ფაკუნდო კამპაცო იყო. გამოკითხვის შედეგად ქართველმა კალათბურთელმა 58% დააგროვა და არგენტინელი საკმაოდ სოლიდური უპირატესობით დაამარცხა.
სუპერფინალში ცინცაძის მოწინააღმდეგე ამჯერად ქალთა შორის გამარჯვებული არგენტინელი ანდრეა ბოკეტე იქნება და ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.