ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ „აპოელთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჩვენებურის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო პრაქტიკა აქვს და გოლების გატანა დაიწყო.
„ეს დერბი იყო, ამიტომ გამარჯვება და თანაც ჩემი გოლი, ძალიან სასიამოვნოა. 6-ქულიანი თამაში გახლდათ, ვიცით, რომ წელს ერთმანეთს ოთხჯერ შევხდებით. ჩემთვისაც შესანიშნავი თამაში გამოდგა, მნიშვნელოვანია, რომ ვთამაშობ და გოლებს ვიტან“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ ნიქოზიის „აპოელი“ 2:0 დაამარცხდა. ქვილითაიას კვიპროსულ გუნდში ჩატარებულ 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.