ფეხბურთი

17:05 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ჩალჰანოღლუ გამოაკლდა

იტალიური „მილანის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაშავდა. თურქმა ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და გარკვული პერიოდით უქმობა მოუწევს.

ჩალჰანოღლუ „მილანს“ ევროპა ლიგის პირველ ტურში გლაზგოს „სელტიკთან“ ვერ ითამაშებს.

უფრო მეტიც, შესაძლოა, ტრავმა გაცილებით სერიოზული გამოდგეს, რადგან 26 წლის ფეხბურთელმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა. ჯერჯერობით, დაზიანების ზუსტ ხარისხსს სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

მიმდინარე სეზონში ჩალჰანოღლუმ ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

0.134082