ფეხბურთი

16:30 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული „ოსერის“ ლეგენდა ბრუნო მარტინი გარდაიცვალა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე კარდიო-რესპირატორული დაავადებით მონპელიეს ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში იყო მოთავსებული, მაგრამ გამოჯანმრთელება ვერ შეძლო.

მარტინი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ბოლოს „მონპელიეში“ ტექნიკური დირექტორის მოადგულის პოზიციაზე მუშაობდა.

ბრუნო მარტინმა საფრანგეთის ნაკრებში 1987-1996 წლებში 31 თამაში ჩაატარა და ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე ძირითადი მეკარე იყო. მან კარიერის საუკეთესო წლები „ოსერში“ გაატარა, სადაც 322 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ორი სეზონი „ნანსიში“ გაატარა და ხოლო კარიერა 1999 წელს „მონპელიეში“ დაასრულა. ის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა.

0.123489