„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ბრუნუ ფერნანდეში, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში (20 ოქტომბერს), „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, მანკუნიანელებს კაპიტნის სამკლავურით გაიყვანს მინდორზე - გვამცნობს BBC. ის „მანჩესტერს“ პირველად უკაპიტნებს.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდეში ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტანი გახლდათ. „მანჩესტერში“ გასულ ზამთარს გადავიდა მყის გუნდის ლიდერი გახდა.