ფეხბურთი

17:39 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

არავინ, როგორც "მილანი": კარანტინის შემდეგ იტალიური კლუბი საუკეთესოა

იტალიური „მილანი“ ბრწყინვალე ფორმაშია და ტოპ ხუთი ჩემპიონატის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლებიდან თამაში არ წაუგია.

„მილანი“ ბოლო მარტში დამარცხდა, მეორე დღეს სეზონი შეწყდა, რომელიც კონკრეტულად იტალიაში 13 ივნისს განახლდა. მას შემდეგ „როსონერიმ“ სერია A-ში, იტალიის თასზე და ევროპა ლიგაზე 16 თამაში ჩაატარა, საიდანაც 13 მოიგო და 3-ჯერ ფრე ითამაშა.

შედეგად, დაუმარცხებელია და მსგავსი შედეგით თავს ვერავინ იწონის. „მილანმა“ სერია A-ს სტარტზე მიჯრით 4 თამაში მოიგო, რაც 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად გააკეთა.

0.101262