სხვა

15:45 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვირუსი დამარცხებულია  

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში რვავე მატჩი გაიმართა. ქრისტინა ნიაგუ, ვისაც წინა კვირას კოვიდ-ვირუსი აღმოაჩნდა, 6 გოლით დაბრუნდა.

ნიაგუს გუნდმ, CSM ბუკურეშტიმ 25-19 დაამარცხა ფერენცვაროში, ვისაც აკლდა ლიდერები, ჰაფრა, ბიოლკი და კლუიბერი. სირაბა დემბელემ 9 გოლი გაიტანა, ხოლო რუმინულის კლუბის ხორვატმა მეკარემ ელენა გრუბიშიჩმა 14 დარტყმა მოიგერია.

A ჯგუფში პირველი ქულა დაკარგა კრისტიანსანდმა, რომელმაც ფრედ ითამაშა დანიაში, ესბიერგთან, 27-27. ნორვეგიული კლუბი 7 ქულით ლიდერობს როსტოვთან ერთად. რუსეთის ჩემპიონმა შინ 30-26 მოუგო ფრანგულ მეცს.

B ჯგუფის მთავარ მატჩში ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა - საფრანგეთის ბრესტ-ბრეტონი და რუსეთის ცსკა. სტუმრებმა 30-28 მოიგეს და 9 ქულით ლიდერობენ. ბრესტს 6 ქულა დარჩა, 4-4 მოგება აქვთ დანიის ოდენსესა და უნგრეთის დიორს. პირველი მატჩი მოიგო ლიგის 2012 დ 2015 წლების გამარჯვებულმა. ბუდუჩნოსტმა. მონტენეგროელებმა სტუმრად 28-26 დაამარცხეს დორტმუნდის ბორუსია.

ახალ წლამდე გამართება ჯგუფური ეტაპის 9 ტური 14-დან. 22 ნოემბრის შემდეგ ევროპის 16 უძლიერესი ნაკრები დაიწყებს მზადებას კონტინენტის ჩემპიონატისთვის.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 5 ტური. 17-18 ოქტომბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

A ჯგუფი. კრისტიანსანდი 7 ქულა (4 თამაში), როსტოვი 7 (4), ბუკურეშტი 6 (4), მეცი 6 (4), ესბიერგი 3 (4), კრიმი 3 (4), ფერენცვაროში 2 (3), ბიტიგჰაიმი 0 (5)

კრიმ მერკატორი (სლნ) - ბიტიგჰაიმი (გერ) 28-26

სერსიენი 7, პლეტიკოვიჩი 6, რისოვიჩი (12 სეივი) - ნაიძინავიჩუსი 7

როსტოვი (რუს) - მეცი (საფ) 30-26

ზააადი 5, სენი 5, ვიახირევა 5, კალინინა (12) - ნოკანდი 6, სტანკო 5, საკო (14 სეივი)

ესბიერგი (დან) - კრისტიანსანდი (ნორ) 27-27

ტრანბორგი 8, ბრაისტოლი 7, პოულსენი (10) - სულანდი 4, კნედლიკოვა 4, მორკი 3, ლუნდე (10 )

CSM ბუკურეშტი (რუმ) - ფერენცვაროში (უნგ) 25-19

დემბელე 9, ნიაგუ 6, გრუბიშიჩი (14) - მალესტაინი 5, სუჩანსკი 4

24 ოქტ. ფერენცვაროში-კრიმი, მეცი - ესბიერგი, როსტოვი-კრისტიანსანდი; 25 ოქტ. ბიტიგჰაიმი-ბუკურეშტი

B ჯგუფი. ცსკა 9 (5), ოდენსე 8 (5), დიორი 8 (5), ბრესტი 6 (5), ბუდუჩნოსტი 3 (5), დორტმუნდი 2 (5), პოდრავკა 2 (4), ვალჩეა 0 (4)

დიორი (უნგ) - რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 38-31

ნზემინკო 10, ლუკაჩი 8, კრისტიანსენი 6 - მ. გონსალესი 8, ელღაუი 6

ბორუსია დორტმუნდი (გერ) - ბუდუჩნოსტი (მნტ) 26-28

ვოლებრეგტი 6, გრისელსი 6, დულფერი 5 - პინო 7, მეჰმედოვიჩი 7, არენჰარტი (14)

ბრესტ-ბრეტონი (საფ) - ცსკა (რუს) 28-30

გროსი 6, ნიაკატე 6, იაუკოვიჩი 5 - მიხაილიჩენკო 7

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) - ოდენსე (დან) 17-33

მილოსავლიევიჩი 5 - ჰაგესო 5, ხროტი 4, აბინგჰი 4, ვესტერი (10)

24 ოქტ. ვალჩეა-დორტმუნდი, ცსკა-პოდრავკა, ბუდუჩნოსტი-დიორი; 25 ოქტ: ოდენსე-ბრესტი

0.138424