რაგბი

15:07 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

2015 წლის სარაგბო მსოფლიო თასის გახსნამდე 500 დღე დარჩა

2015 წლის სარაგბო მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა ბილეთების საყოველთაო გაყიდვების შესახებ განცხადება გააკეთა. ტურნირის 48-ვე მატჩის ბილეთები (ჯამში 500 ათასამდე) სააპლიკაციო ფანჯრის სახით 2014 წლის 12 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით – ტურნირის დაწყებამდე ერთი წლით ადრე გაიყიდება.

ამასთან, დღეიდან, ყველა ინგლისური კლუბისა და ინგლისის რაგბის კავშირთან ასოცირებული ორგანიზაციებს შეეძლებათ დაარეგისტრირონ თავიანთი  წევრები, რომლებსაც 16 მაისიდან შეეძლებათ ბილეთების შეძენა.

ეს პროგრამა კლუბებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რათა მათ დააფასონ და მადლობა გადაუხადონ იმ ერთგულ ქომაგებს, რომლებიც კვირიდან კვირამდე უანგაროდ გვერდში უდგანან მასპინძელ ქვეყანას 2015 წლის მსოფლიო თასის ორგანიზებაში.

დღესვე, მსგავსი პროგრამა სტარტს იღებს უელსშიც, სადაც უელსური კლუბების წევრებს მიეცემათ “მილენიუმზე” ჩასატარებელი 8 მატჩის ბილეთების შეძენის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, “ინგლისი 2015-მა” რაგბის მსოფლიო თასის საერთაშორისო ტურნეს დეტალებიც გამოქვეყნა, რომლის ფარგლებშიც “ვებ ელისის თასს” 15 ქვეყანაში ჩაიტანენ. “ლენდ-როვერისა” და DHL-ის პარტნიორობით, 2014 წლის 20 მაისს, თასი თავდაპირველად იაპონიას ესტუმრება, შემდეგ კი მისი ხილვის ბედნიერება ავსტრალიაში, ფიჯიზე, მაგადაგასკარში, კენიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, ურუგვაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთში, აშშ-ში, იტალიაში, გერმანიაში, რუმინეთში და საფრანგეთში ექნებათ.

ტურნირის დაწყებამდე 100 დღით ადრე (2015 წლის 10 ივნისი) კი, ვებ ელისის თასს ინგლისში დააბრუნებენ, რათა მოეწყოს თასის ტურნე გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში.

ტურნირისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კვლავ გრძელდება მოხალისეთა 6000-იანი გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა. მოცემული დროისთვის, საორგანიზაციო კომიტეტს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ქომაგების გამასპინძლების მსურველებისგან 20 000 განაცხადი აქვე მიღებული.

2014 წლის ივნის-დეკემბერში მსოფლიო თასის ყველა მასპინძელ ქალაქში გაიმართება საცდელი (სასელექციო) ღონისძიებები, ხოლო მოხალისეთა გუნდის შემადგენლობა საბოლოოდ 2015 წლის იანვარში დამტკიცდება.

“ინგლისი 2015-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დები ჯივენსმა განაცხადა: “ტურნირამდე 500 დღით ადრე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ დღეს გვეძლევა ბილეთების საყოველთაო გაყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობა, რომელიც ქომაგებს თარიღების დაგეგმის საშუალებას მისცემს.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა სარაგბო საზოგადოებისთვის არსებულ ბილეთების პროგრამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამით კლუბებს ერთგული ქომაგების დაფასების საშუალებას ვაძლევთ. დღეიდან მოხდება ამ ხალხის რეგისტრაცია და მათ 16 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ ბილეთის შეძენა.

ჩვენ ასევე პატივი გვაქვს გამოვაცხადოთ რაგბის მსოფლიო თასის ტურნეს გეგმები. ეს გვაძლევს მსოფლიოს მასშტაბით სარაგბო დღესასწაულის მოწყობის უნიკალურ საშუალებას. “ლენდ როვერი” და DHL-ი დიდი დროის განმავლობაში არიან რაგბის მხარდაჭერები და ჩვენ მოუთმენლად ველით ტურნეს დაწყებას, რომელიც ამ თვეში სტარტს იაპონიაში აიღებს“.

www.rugby.ge

0.140712