ფეხბურთი

13:39 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" შესაძლოა იბრას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და „მილანის“ ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. „როსონერის“ კარგი სტარტიდან გამომდინარე შვედი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

საქმე ეხება კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას, თუმცა, სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, იბრა „მილანში“ გასულ წელს იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და „შავ-წითლებთან“ კონტრაქტი 2020-2021 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

გასულ სეზონში 39 წლის ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა. მიმდინარე სეზონში კი 3 შეხვედრაში 5 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას გარკვეული პერიოდი კორონავირუსის გამო გაუცდა, მაგრამ მოედანს მაინც შესანიშნავ ფორმაში დაუბრუნდა და მილანურ დერბიში დუბლით საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

0.113965