ფეხბურთი

0:56 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის პასუხი ლუკაკუს: "მილანს მეფე არა, მაგრამ ღმერთი ჰყავს"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი არასდროს იცვლება და არც არაფერი ავიწყდება. შარშანდელ სეზონში, როდესაც „ინტერმა“ დერბი დელა მადონინაში „მილანი“ დაამარცხა,რომელუ ლუკაკუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქალაქ მილანს ახალი მეფე ჰყავდა.

ამჯერად, „როსონერიმ“ „ნერაძური“ ზლატანის დუბლით 2:1 დაამარცხა და იბრამ შანსი ხელიდან არ გაუშვა:

„მილანს მეფე არასდროს ჰყოლია, მაგრამ ღმერთი ჰყავს“,- დაწერა სოციალურ ქსელში სკანდინავიელმა ლეგენდამ.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 2 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

0.114391