ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე შეუჩერებელია. 19 წლის შემტევმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, RWDM-თან დაპირისპირებაში ამჯერად დუბლით გამოირჩა.
მიქაუტაძემ ორივე გილი პირველ ტაიმში გაიტანა (23-ე და 38-ე წუთებზე). შედეგად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გოლების ნამდვილი მანქანაა. თავად განსაჯეთ, მას უკვე 7 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ცხადია, საოცარი შედეგია.
„სერენმა“ მიქაუტაძის დახმარებით მეტოქეს 4:3 აჯობა, 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება.