ფეხბურთი

23:03 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" დამაჯერებელი გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ქართველების „ანორთოსისი“ „ნეა სალამინას“ ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება ადვილად მოიპოვა - 4:1, თუმცა ქართველებს გოლები არ გაუტანიათ.

სანაკრებო პაუზიდან ცოტა ხნის დაბრუნებული თანამემამულეები თემურ ქეცბაიამ არ დატვირთა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ლორია ათამაშა. 56-ე წუთზე მინდორზე გიორგი ქვილითაიაც გამოჩნდა, რომელმაც ბერძენი ფორვარდი მიხალის მანიასი შეცვალა, ვინც ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო მურთაზ დაუშვილი თადარიგში დარჩა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მასთამაშის უფლება მისცეს, ქეცბაიამ არ გარისკა და განაცხადში არ შეიყვანა.

„ანორთოსის“ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 13 ქულა აქვს, ამ შედეგით კი „აპოლონთან“ და აეკ-თან ერთად ლიდერობას იყოფს. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, ნიქოზიის „აპოელს“ უმასპინძლებს.

0.117502