ფეხბურთი

20:18 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის 100 ლივერპულური

ინგლისური პრემიერლიგის მე-5 ტურში ლიდერმა „ევერტონმა“ ჩემპიონ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„ლივერპულის“ შემტევმა, მო სალაჰმა, 72-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ეს მერსისაიდული კლუბის მაისურით მის მიერ გატანილი მე-100 გოლი გამოდგა. ამისათვის ეგვიპტელს 159 მატჩი დასჭირდა. უფრო სწრაფად ეს მხოლოდ როჯერ ჰანტს (144 მატჩი) და ჯეკ პარკინსონს (153) მოუხერხებიათ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან 6 მატჩში ხუთჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

0.118681