ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა. „კაისარის“ ქართველმა ფორვარდმა „ტარაზის“ კარი ორჯერ დალაშქრა.
ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ 61-ე და 82-ე წუთებზე მისი გოლებით „კაისარი“ მარცხს გადაურჩა - 2:2.
ლობჯანიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „კაისარი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა.