ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი კევინ დე ბრუინი შაბათს გასამართ პრემიერლიგის მატჩს "არსენალის" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. 29 წლის მოთამაშემ დაზიანება ერთა ლიგის მატჩში. რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი დაზღვევის მიზნით შეცვალა, თუმცა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "მისი ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა შემდეგ მატჩს გამოტოვებს".
ბელგიელმა ფეხბურთელმა ნაკრები ისლანდიასთან მატჩამდე დატოვა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო მატჩების გამო არ დაიჩივლებს, რადგან ეროვნულ გუნდში თამაში ფეხბურთელებისთვის პრივილეგიაა. სამაგიეროდ, გვარდიოლას შანსი აქვს დიდი ხნის შემდეგ სერხიო აგუერო დაიხმაროს. არგენტინელმა ტრავმა მოიშუშა, ვარჯიშობს და შესაძლოა "არსენალთან" ითამაშოს.
აგუერომ ტრავმა 22 ივნისს "ბარნლისთან" დაპირისპირების დროს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აგუერო სამი-ოთხი დღეა კარგად ვარჯიშობს , თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ათამაშებს თუ არა. "სიტის" და "არსენალის" დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.