ფეხბურთი

13:00 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ მოზესი: "სპარტაკი" ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია"

ლონდონის „ჩელსიმ“ ვიქტორ მოზესი კიდევ ერთხელ გაანათხოვრა, ამჯერად სეზონის ბოლომდე მოსკოვის „სპარტაკში“. 30 წლის ნიგერიელმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ განაცხადა, რომ „სპარტაკი“ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „სპარტაკში“ მოვედი, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელების გაცნობას და დარწმუნებული ვარ, საინტერესო სეზონი იქნება“, - თქვა მოზესმა.

შეგახსენებთ, რომ მოზესმა გასული სეზონი იჯარით „ინტერში“ გაატარა, მანამდე კი „ფენერბახჩეში“, „ვესტ ჰემში“, „სტოკში“, „ლივერპულში“, „უიგანსა“ და „კრისტალ პალასში“ ითამაშა.

0.116939