გიორგი აბურჯანია „ოვიედოში“ დებიუტისთვის ემზადება. ქართველი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანურ გუნდს შეუერთდა და ვარჯიში დაიწყო.
საწვრთნელ პროცესში ჩაბმამდე აბურჯანიას კორონავირუსის ტესტი გაუკეთედა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა.
ესპანური მედიის ცნობით, აბურჯანია მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია და მისი დებიუტი 18 ოქტომბერს, „ჟირონას“ მატჩშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი „ოვიედოში“ ენსხედეს „ტვენტედან“ გადავიდა, თუმცა ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია.