საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრის წინ მეოთხე კალათაში იქნება განთესილი. We Global Football-ის ინფორმაციით, მეოთხე კალათა ასეთი იქნება:
IV კალათა: ფინეთი, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ბულგარეთი, ალბანეთი, საქართველო, ისრაელი, ბელარუსი, ლუქსემბურგი.
2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა დეკემბერშია დაგეგმილი, ხოლო უშუალოდ საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე ჩატარდება.