ფეხბურთი

18:59 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შემდეგ კორონავირუსი "იუვეს" კიდევ ერთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვესტონ მაკკენი კორონავირუსით დაინფიცირდა. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამერიკელ ფეხბურთელს COVID-19 აქვს.

ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა, ხოლო „იუვენტუსი“ - კარანტინში. გუნდი გააგრძელებს საწვრთნელ პროცესს, მაგრამ ფეხბურთელები ბაზას ვერ დატოვებენ.

გუშინ კორონავირუსი კრიშტიანუ რონალდუსაც დაუდასტურდა, ოღონდ პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე. საინტერესოა, რომ რონალდუ ტურინში უკვე დაბრუნდა და კარანტინს იტალიაში გაივლის.

ანდრეა პირლოს გუნდს 17 და 20 ოქტომბერს, „კროტონესთან“ და კიევის „დინამოსთან“ მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება, რომელსაც რონალდუსა და მაკკენის გარეშე ჩაატარებს.

0.107181