ფეხბურთი

21:29 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონია - საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.

ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა:

ჩრდ. მაკედონია (3-4-2-1): დიმიტრევსკი; ზაიკოვი, ველკოვსკი, რისტევსკი; რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი; პანდევი, ტრიჩკოვსკი; ნესტოროვსკი

საქართველო (4-3-1-2): ლორია; ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი; კვეკვესკირი, დაუშვილი, კიტეიშვილი; გვილია; ყაზაიშვილი, ქვილითაია

შეგახსენებთ, ორივე გუნდს სამი ტურის თავზე 5-5 ქულა აქვთ და ლიდერობას იყოფენ. დღევანდელი მეტად მნიშვნელოვანი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062742