ფეხბურთი

13:47 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "აზრი არ აქვს რამის თქმას, ბიჭებმა ყველაფერი მოედანზე თქვეს"

ერთა ლიგის A დივიზიონში უკრაინის ნაკრებმა კიევში ვიქტორ ციგანკოვის გოლით ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - ისტორიაში პირველად. მატჩის შემდეგ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მის ფეხბურთელებს ეკუთვნის.

„ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს რამის თქმას. ბიჭებმა ყველაფერი თქვეს თავიანთი დამოკიდებულებით და ბოლომდე შეასრულეს ჩვენი დავალებები. ეს მათი გამარჯვებაა. მოხარული ვარ, რომ ჩემი სიტყვები მუშაობს. საფრანგეთთან 1:7-ის შემდეგ ეს გაკვეთილი ჩააბარეს. მომავალში ჩვენთვის თამაში უფრო ადვილი იქნება და ვიცვლებით.

ფეხბურთელების კადრებით ესპანეთს კონკურენციას ვერ ვუწევთ, მაგრამ ბრძოლაში ვაჯობეთ. გვინდოდა მოგება და მოვიგეთ კიდეც. ბურთის გარეშე თამაში გამარჯვების მთავარი პრინციპი იყო, ვიცოდით, რომ შანსი გვექნებოდა. გუნდური თამაში წარმატების მთავარი საფუძველია“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფს 7 ქულით ისევ ესპანეთი ლიდერობს, ხოლო უკრაინასა და გერმანიას 6-6 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

0.125668