ფეხბურთი

17:12 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიას საქართველოსთან მატჩში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში საქართველოსთან დაპირისპირების წინ საკადრო პრობლემები გრძელდება. როგორც მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ განაცხადა, სტეფან სპიროვსკის თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

„სპიროვსკის დღევანდელ ვარჯიშში პრობლემები ჰქონდა და ხვალ საქართველოსთან მისი თამაში ძალიან საეჭვოა“, - თქვა ანეგლოვსკიმ.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან ტრავმების გამო სპიროვსკის გარდა, ეგზონ ბეიტულაი, არიან ადემი და დავიდ ტოშევსკი დააკლდება, ხოლო ენის ბარდი დისკვალიფიცირებულია.

რაც შეეხება სტეფან სპიროვკის, ლარნაკას აეკ-ის ცენტრალური მცველია და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში 31 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062866