ქართველი ლეგიონერები

16:33 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანცა მხოლოდ დინამოს ჩამორჩება

რუმინეთის ეროვნულ ლიგაში პირველი ეტაპი დასრულდა და 28 ნოემბრამდე შესვენებაა. 9 ტურის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა მეორე ადგილზეა და მხოლოდ ბუქარესტის დინამოს ჩამორჩება.

ზედიზედ 7 მოგების შემდეგ კონსტანცამ პირველი და ერთადერთი მარცხი ტიმიშოარას პოლიტექნიკასთან იწვნია - 23-25. ჩიქოვანმა 3 გოლი გაიტანა, მეორე დღეს კი ორჯერ აიღო ბუქარესტის სტიაუას კარი მოგებულ თამაშში - 32-28. სულ საქართველოს ნაკრების ხელბურთელს ახალ სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში, 8 - რუმინეთს თასზე და 6 - ევროპის ლიგაში.

ნოემბრიდან რუმინეთის ჩემპიონატში ჩაერთვებიან ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე. მათ ახალ კლუბს, რეშიცას ცხრილში ჯერჯერობით მხოლოდ წაგებები აქვს, ქართველები კი სამუშაო ვიზის აღებას ელოდებიან. ეს პროცედურა პანდემიის გამო გაჯანჯლდა.

პანდემიის გამო ჩემპიონატი ტურებად ტარდება და მომდევნო სესია ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. გუნდები კიდევ 10-10 მატჩს გამართავენ. ლიდერების, დინამოსა და კონსტანცას შეხვედრა 5 დეკემბერსაა დანიშნული.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 9 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუკურეშტი 27 ქულა, 2. კონსტანცა 24, 3. პოტაისა ტურდა 21, 4. ტიმიშოარა 21, 5. CSM ბუკურეშტი 21, 6. ბაია მარე 18, 7. სტიაუა 17, 8. ბუზეუ 16 – 9. კელერაში 12, 10. ფეგერაში 12, 11. სუჩავა 8, 12. ვასლუი 7, 13. ფოჩანი 6, 14. ბაკეუ 3, 15. რეშიცა 0, 16. ბოტოშანი 0 (8 საუკეთესო გადის პლეიოფში, 9-16 ადგილები - პლეიაუტში)

0.107612