ფეხბურთი

14:52 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მილანის“ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინეს

„მილანის“ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინეს

„მილანის“ ყოფილ ფეხბურთელს, დანიელე ბონერას, რომელიც ამჟამად მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის თანაშემწედ მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური საიტი.

გუშინ ბონერას სიცხემ აუწია. მაშინვე ჩაიტარა ტესტირება და გამოკვლევამ კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ის შინ მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს. შემოწმება „მილანის“ ფეხბურთელებმაც გაიარეს, მათი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ეს ინფექცია გუნდის ვეტერანსა და ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც აღმოაჩნდა. თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა და უკვე საერთო ჯგუფში ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.25122