ფეხბურთი

1:17 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში 23 ფეხბურთელით ივარჯიშა

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი უკვე მაკედონიაშია და 23 ფეხბურთელით ემზადება.

ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო მოედანზე ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება, გიორგი აბურჯანია კი „ოვიედოსთან“ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ესპანეთში დაბრუნდა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ბელარუსთან მატჩის შემდეგ გუნდს გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გამოაკლდნენ. „ჯვაროსნები“ პრინციპული მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადებიან:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

შეგახსენებთ, ჯგუფს სამი ტურის თავზე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ამრიგად, ამ გუნდების დაპირისპირება პრაქტიკულად გარკვევს ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადაინაცვლებს. ეს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 1:1 დასრულდა საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერსაც შეხვდებიან, ამჯერად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.

0.130605