ფეხბურთი

14:27 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მილენკოვიჩის დამატებას ზამთარშიც ეცდება

იტალიური „მილანი“ ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის დამატებას ზამთრის სატრანსფერი პერიოდში ეცდება. „როსონერის“ სერბი მცველის ყიდვა ზაფხულშიც სურდა, თუმცა მხარეები ფეხურთელის სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

„იები“ 23 წლის მოთამაშეში 40 მილიონ ევროს ითხოვენ. თავად ფეხბურთელს კი „როსონერის“ რიგებში თამაშის დიდი სურვილი აქვს.

აქვე გეტყვით, რომ მილენკოვიჩის დამატება „ვესტ ჰემსაც“ სურდა, რომელიც მზად იყო ნიკოლას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაეხადა.

სერბი „ფიორენტინას“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზნში კი იტალიური გუნდის რიგებში 3 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას „მილანის“ ამჟამინდელ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან სწორედ „ვიოლაში“ აქვს ნამუშევარი.

0.119537