ფეხბურთი

2:22 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა: "მომდევნო მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული"

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ სომხეთთან მატჩის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ნაკრების მაისურით გატანილი გოლი სასიხარულოა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება რომ ვერ მოახერხეს - ცუდი.

სხვათა შორის, კაჭარავას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორი გოლი დაუგროვდა, მან ორივე საგარეო შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

"ნაკრებში გატანილი გოლი, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე გულდასაწყეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება. რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული", - თქვა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 1. 14 ოქტომბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება და გარდა იმისა, რომ უშუალოდ ამ ჯგუფში უპრინციპულესი მატჩია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის გენერალური რეპეტიციაა.

0.114989