ფეხბურთი

21:59 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

უსამართლო შედეგი: საქართველოს სომხეთთან იღბალმა ზურგი აქცია

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მესამე ტურის მატჩი სტუმრად სომხეთის ნაკრებთან ჩაატარა. ვთქვათ, რომ მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე პოლონეთში გაიმართა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საქართველოს ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა მოგებამდე, 89-ე წუთზე გაუშვა გოლი, რის შედეგადაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:2.

შეხვედრა სომხების სწრაფი გოლით დაიწყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გოლის მომენტში საქართველო მოედანზე კაცნაკლული იყო. ლევან შეგელია ტრიბუნის ჯებირს თავით შეეჯახა და უმძიმეს ტრავმას გადაურჩა. სანამ მას სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, სომხეთმა სწორედ ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული ვაკუუმით ისარგებლა, საჯარიმოში ტიგრან ბარსეგიანი შეიჭრა და ხორენ ბაირამიანმა ახლო მანძილიდაინ გაიტანა. ამ ეპიზოდში დაცვის ხაზის შეცდომა აშკარა იყო. თუმცა, შემდეგ საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას დაეუფლა და პირველივე ტაიმში ხუთი(!) ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა. ჯერ იყო და ვაკო ყაზაიშვილმს მეკარემ აუღო, შემდეგ სომეხთა კარის დარაჯმა ნიკა კაჭარავას თავური უკუაგდო, რასაც ისევ ყაზაიშვილის მომენტი მოჰყვა და ბურთი ძელს მოხვდა... ანტრაქტამდე ორი კარგი მომენტი კიდევ გვქონდა - ვაკო გვილიამ კარს ვერ დაუმიზნა ხელსაყრელ სიტუაციაში, ხოლო ნიკა კაჭარავა ლევან შენგელიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ფორვარდმა სუსტად დაარტყა და მეკარემ სომხეთის ნაკრები ისევ გადაარჩინა. უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად, ტაიმი მაინც წავაგეთ.

სამაგიეროდ, მეორე ნახევრის დაწყება და გოლი ერთი იყო. ვაკო გვილიამ შენგელია მარჯვენა ფლანგზე კარგ პოზიციაში გაიყვანა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და კაჭარავამ გათანაბრება მოახერხა. საქართველოს ნაკრები თამაშს ისევ აკონტროლებდა და ნათელი იყო, რომ მეორე გოლის გატანაც შეიძლებოდა. ასეც მოხდა. გიორგი აბურჯანიამ შესანიშნავი პასით ჯაბა ჯიღაური დატოვა ფლანგზე მარტო, რომელმაც ყაზაიშვილი მოძებნდა და მისი პასით თორნიკე ოქრიაშვილმა დაგვაწინაურა.

თამაში ისეთი სცენარით მიდიოდა, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას წინ თითქოს არაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. 89-ე წუთზე მურთაზ დაუშვილს მეტოქის დარტყმა ხელში მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, ფრე 2:2, არადა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, შედეგი ნადვილად უსამართლოა და ვლადიმირ ვაისის გუნდი 3 ქულას ნამდვილად იმსახურებდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში პარალელურად, ჩრდილოეთ მაკედონია ესტონეთს ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 3:3. მაკედონიელები ბოლო 10 წუთში გადაურჩნენ მარცხს, 1:3 აგებდნენ და შემდეგ გაათანაბრეს.

ჯგუფს საქართველოს და ჩრდ. მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ და მომდევნო ტურში 14 ოქტომბერს, სკოპიეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სომხეთის ნაკრების აქტივში 4 ქულაა, ხოლო ესტონეთი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

სომხეთი - საქართველო 2:2 (1:0)

ტიხი, ცენტრალური სტადიონი

სომხეთი (4-2-3-1): იურჩენკო; კ. ჰოვჰანესიანი (კადიმიანი 81), ჰაროიანი, ცალისირი, ა. ჰოვჰანესიანი; ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი; ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 90), მხითარიანი, ბაირამიანი; კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი; აბურჯანია (დაუშვილი 76), კანკავა (კევკესკირი 76); შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი; კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (74), 2:2 მხითარიანი (89, პენ)

გაფრთხილება: ჰაროიანი (47), ბაირამიანი (68), ბაბაიანი (90) - ნავალოვსკი (54), კანკავა (71), დაუშვილი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137028