აბუ-დაბიში, „მებრძოლთა კუნძულზე“ გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და ისევ გამარჯვება იზეიმა. ქართველი მებრძოლი ვენესუელელ ომარ მორალესს დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე 10-დან 10 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
ჭიკაძემ შეხვედრა ფანტასტიკურად ჩაატარა, სამივე რაუნდში მეტოქეს აჯობა და ეს მსაჯების გადაწყვეტილებაშიც აისახა, რომლებმაც სამივე რაუნდში გამარჯვება ჩვენებურს მიანიჭეს.
ამრიგად, გიგა ჭიკაძეს UFC-ში 100%-იანი შედეგი აქვს - 4 ბრძოლა, 4 მოგება!