ფეხბურთი

11:04 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი: "ჩემს შემდეგ "მილანში" ჩემზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია"

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. ზეედორფის განცხადებით, მისი კლუბიდან წასვლის შემდეგ მასზე უკეთესი შედეგი „მილანში“ ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ აჩვენა.

„ვიგრძენი, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. ასევე, შედეგებმაც აჩვენა, რომ მზად ვიყავი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში კლუბში საკმაოდ არასტაბილური ვითარება იყო. გუნდი, როდესაც ჩავიბარე, თითქმის გასავარდნ ზონაში ვიყავით და საბოლოოდ ევროსაგზურებისთვის ვიბრძოლეთ, კრიზისულ პერიოდში წარმოუდგენელი საქმე გავაკეთეთ.

„მილანთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლი მქონდა, მაგრამ კლუბი მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჩემს შემდეგ ორი წლის განმავლობაში სამი მწვრთნელი შეიცვალეს. 100 მილიონი დახარჯეს და ვერცერთმა მწვრთნელმა ჩემზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწია. ჯერ იყო ალეგრი, რომელმაც „იუვენტუსში“ ყველაფერი მოიგო, მაგრამ „მილანთან“ ერთად გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. „მილანისთვის“ უარის თქმა არ შემეძლი, ის ყოველთვის ჩემი კლუბია, როგორც მადრიდის „რეალი“, „ბოტაფოგო“, „სამპდორია“, „აიაქსი“, „ინტერი“ და ყველა გუნდი, რომელშიც ვთამაშობდი. ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, რომლებმაც ბევრი ტკივილი განიცადეს ბოლო წლებში,იმედი მაქვს, რომ „მილანის“ ჩატარებული სეზონით ბოლოს და ბოლოს სიამოვნებას მიიღებენ“, - თქვა ზეედორფმა.

შეგახსენებთ, კლარენს ზეედორფი „მილანში“ 2002-2012 წლებში თამაშობდა, ხოლო „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე იყო.

0.111987