უკრაინის ეროვნული ნაკრების განაცხადში 45 წლის ალექსანდრ შოვკოვსკი შეიყვანეს, რომელმაც კარიერა2016 წელს დაასრულა. უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც ამჟამად ნაკრებში მწვრთნელად მუშაობს, განაცხადში საფრანგეთთან მატჩისთვის მოხვდა.
საქმე ისაა, რომ უკრაინის ნაკრების სამ მეკარეს, ალექსანდრ პიატოვს, ალექსანდრ პანკივსა და ანდრეი ლუნინს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ამის მიუხედავად, ჯერჯერობით შოვკოვსკის თამაში არ განიხილება. ანდეი შევჩენკოს მეოთხე მეკარეც ჰყავს, გეორგი ბუშანი, თუმცა ის ტესტირების პასუხს ელოდება და თუ კორონავირუსი მასაც აღმოაჩნდება, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ შოვკოვსკი ითამაშებს.
შეგახსენებთ, საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება.