მილანის „ინტერმა“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მარიო გაანათხოვრა. 27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს, რომელიც მისი მშობლიური გუნდია.
მარიო „ინტერმა“ მესამედ გაანათხოვრა, მანამდე ის იჯარით ლონდონის „ვესტ ჰემსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჰყავდა განათხოვრებული.
„ინტერში“ 2016 წლის ევროპის ჩემპიონმა 69 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება „სპორტინგს“, ჟოაო მარიო ლისაბონურ გუნდში 2012-2016 წლებში ირჯებოდა და 91 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.