ფეხბურთი

13:44 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ სატრანსფერო ზაფხული

ინგლისის ჩემპიონმა საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა (რომელიც ჯერ არ დახურულა) შედარებით მშვიდად ჩაატარა. თუმცა, ტიაგუ ალკანტარას „ბაიერნიდან“ გადაბირებამ მაინც ცოტა წაიხმაურა.

პირველი შენაძენი ბერძენი კოსტას ციმიკასი გახლდათ, რომელიც იურგენ კლოპის გუნდში აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „წითლები“ „ნორვიჩს“ ჯამალ ლუისის თაობაზე ვერ მოელაპარაკნენ. ნორვიჩელები 20 მილიონს ითხოვდნენ, მერსისაიდელები კი მხოლოდ 10 მილიონის გადახდაზე იყვენ ყაბულს.

შედეგად მარტინ ედვარდსმა და კლოპმა მზერა საბერძნეთისკენ მიაპყრეს. „ოლიმპიაკოსში“ მათი ფავორიტი, ციმიკასი ირჯებოდა. მოლაპარაკება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. „ლივერპულმა“ 24 წლის მცველში 11,75 მილიონი გირვანქა გადაიხადა და მარცხენა ფრთაზე ენდრიუ რობერტსონს კონკურენტი გაუჩინა.

ამ ტრანსფერის შემდეგ, თვეზე მეტ ხანს ლივერპულელთა ბანაკიდან ახალი არაფერი შეგვიტყვია. თუმცა, ამავდროულად, გერმანული გამოცემები ბევრს წერდნენ კლოპის ალკანტარათი დაინტერესების შესახებ.

სექტემბრის შუაში „ლივერპულმა“ 48 საათის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი გარიგება განახორციელა. 18 სექტემბერს მათ ალკანტარას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც 20 მილიონი გირვანქა დაჯდა, პლუს 7,4 მილიონი ბონუსად.

ეს ამბავი ქომაგებს ჯეროვნად გადახარშულიც არ ჰქონდათ, რომ მერსისაიდელებმა „ვულვერჰემპტონიდან“ პორტუგალიელი დიოგო ჟოტას გადაბირების შესახებ გვამცნეს. ხლშეკრულება 45 მილიონი გირვანქა დაჯდა.

ახლა ვნახოთ ვინ გაასხვისეს. რაიან ბრიუსტერისა და კი იანა ჰუვერის გაყიდვამ მათ 37 მილიონი გირვანქა მოუტანა. ახალგაზრდა თავდამსხმელში „შეფილდ იუნაიტედმა“ 18 მილიონი გადაიხადა, პლუს 5,5 მილიონი გარანტირებული ბონუსი. ჰოლანდიელი მცველი კი „ვულვზს“ 13,5 მილიონი დაუჯდა.

ამასთან, ივლისის ბოლოს კლუბი ორ გამოცდილ მოთამაშეს დაემშვიდაბა ადამ ლალანა თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბრაიტონში“ გადავიდა, დეიან ლოვრენში კი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ 10,9 მილიონი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ 5-16 ოქტომბერს ინგლისში „შიდა სატრანსფერო ფანჯარა“ იმოქმედებს, რომლის დროსაც კლუბებს მხოლოდ ადგილობრივი ლიგების მოთამაშეებთან შეეძლებათ ხელშეკრულებების გაფორმება.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131822