„ლიონის“ თავდამსხმელი მემფის დეპაი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. როგორც ფრანგული გუნდის სორტულმა დირექტორმა ჟუნინიომ განაცხადა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სავარაუდოდ დღეს, ნიდერლანდები „ბარსას“ მოთამაშე გახდება.
ამ ეტაპზე უცნობია ფინანსური დეტალები და მემფისის პირადი კონტრაქტი. მას „ლიონთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურებოდა და ამიტომაც, გუნდს მისი გაშვება მოუწია.
მემფის დეპაი „ლიონში“ 2016 წლიდან თამაშობდა 143 მატჩში 58 გოლი გაიტანა. მანამდე ნიდერლანდელ შემტევს „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და პსვ ეინდჰოვენში უთამაშია.