კალათბურთი

10:45 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ბატლერმა იფრინა - "მაიამი ჰიტი" თამაშში დაბრუნდა (+VIDEO)

NBA-ს სუპერფინალური სერია გრძელდება და „მაიამი ჰიტმა“ ლეიკერსთან ანგარიში შეამცირა. ერიკ სპოელსტრას გუნდმა ლოს ანჯელესელებს ყველა პერიოდში აჯობეს და საბოლოოდ 11 ქულიანი სხვაობით 115:104 იმარჯვეს.

მატჩის გმირი ჯიმი ბატლერი გახდა, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა და სამმაგი დუბლი შეასრულა. 31 წლის მცირე ფორვარდმა არასრულ 45 წუთში 40 ქულა, 11 მოხსნა და 13 პასი მიითვალა.

ლეიკერსიდან კი ისევ ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელსაც 39 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი ჰქონდა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა.

ამრიგად, „მაიამი ჰიტი“ სერიაში 2:1 მარცხდება, თუმცა უშანსოდ აღარ არის. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 7 ოქტომბერს გაიმართება.

0.115546