ფეხბურთი

11:54 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მოიზე კინი პსჟ-ს ფეხბურთელია

ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელი მოიზე კინი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. 20 წლის იტალიელი პარიზელებმა 1-წლიანი იჯარით დაიმატეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება პსჟ-ს არ ექნება.

კინმა „ევერტონი“ მწირი სათამაშო დროის გამო დატოვა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფრანგულ კლუბში უფრო მეტი დრო მიიღოს. ფაქტია, რომ მოიზეს დაბრუნებას „იუვენტუსიც“ ლამობდა, მაგრამ „ბებერმა ქალბატონმა“ ეს ვერ მოახერხა.

კინი „ევერტონში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და 37 მატჩში 4 გოლი გაიტანა. იტალიელი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 21 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი მას „ვერონაშიც“ აქვს გატარებული და 20 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, 5-ჯერ მოირგო „სკუადრა აძურას“ მაისური და 2 გოლი გაიტანა.

0.116461