ფეხბურთი

15:24 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მზადებას იწყებს, შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთის მზადებას იწყებს.

უკვე თბილისში იმყოფებიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც სექტემბერში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარნენ. ეროვნულ გუნდს გამოაკლდა ზურიკო დავითაშვილი, კორონავირუსის გამო, რომლის ნაცვლად ვლადიმირ ვაისმა „დინამო ბათუმის“ მცველი გიორგი ნავალოვსკი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი

8 ოქტომბერი - 20:00 საქართველო - ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00 სომხეთი - საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45 ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123318