იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „რომა“ „უდინეზეს“ ესტუმრა დამიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქურ გუნდს პირველ ტურში ჯერ იყო და „ვერონასთან“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, შემდეგ „იუვენტუსს“ დაუზავდა.
უდინეში „ჯალოროსის“ რთული გასვლა ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში პედროს გატანილი კინკილა გოლით იმარჯვა. სხვათა შორის, ესპანელმა „რომაში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.
„სასუოლომ“ „კროტონეს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:1 იმარჯვა. რობერტო დე ძერბის გუნდს 7 ქულა აქვს და ამ წუთისთვის სატუნირო ცხრილში ლიდერია... „უდინეზეს“ და „კროტონეს“ კი ქულები არ მოუპოვებიათ და ბოლო ადგილს ინაწილებენ.
„სამპდორია“ – „კროტონე“ 4:1 (1:0)
გოლები: 1:0 ბერარდი (19), 1:1 ნვანკვო (49, პენ), 2:1 კაპუტო (58, პენ), 3:1 კაპუტო (85), 4:1 ლოკატელი (90)
„უდინეზე“ – „რომა“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პედრო (55)