ფეხბურთი

1:07 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონმა“ 125 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა

„ჩელსის“ ქომაგები, წესით, კმაყოფილები უნდა იყვნენ. მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მეოთხე ადგილზე დადგნენ. თუმცა, კერკეტი „არწივების“ გატეხვა იოლი არ ყოფილა და ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს. პირველ ტაიმში მასპინძელთა თავკცმა, ფრენკ ლამპარდმა გვარიანად ინერვიულა, რადგან გუნდებს, ფაქტობრივად, მომენტი არ შეუქმნიათ.

შესვენების შემდეგ კი თამაში უფრო გაიხსნა. „ჩელსი“ უფრო გააქტიურდა და მალევე ბენ ჩილუელმა „არისტოკრატთა“ რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა. მერე იყო კურტ ზუმას გოლი, რომელიც კუთხურს მოჰყვა. ბოლოსკენ კი, 4 წუთიან ინტერვალში სტუმართა კარში ორი პენალტი დაინიშნა, რომლებიც ზუსტად დაარტყა ჟორჟინიომ და დუბლიც გაიფორმა.

ორი გოლი გაიტანა „ევერტონის“ კოლუმბიელმა ახალწვეულმა, ხამეს როდრიგესმაც. მერსისაიდელებმაც ოთხჯერ დაამწუხრეს სტუმარი ბრაიტონელები. თითოჯერ თავი დომინიკ კალვერტ-ლიუინმა და იერი მინამ გამოიჩინეს.

მოკლედ, კარლო ანჩელოტის გუნდის ტრიუმფალური სვლა გრძელდება. ოთხი მატჩი პრემიერლიგაში და ოთხი გამარჯვება. შედეგად, 12 ქულა და პირველი ადგილი. თუ ამას სათასო შეხვედრებსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ „ევერტონმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო. ასეთი რამ კი, თუ პორტალ Opta Sports-ს დავუჯერებთ, 1894-95 წლების სეზონის შემდეგ აღარ მომხდარა...

„ლიდსი“ რომ ყველასგან განსხვავებული გუნდია, უკვე საწყის ტურებში მტკიცდება. პრემიერლიგის დებიუტანტმა მიჯრით ორ მოგებას ვიცე-ჩემპიონთან ფრე მიაყოლა. თანაც როგორ ვითარებაში. გასულ ტურში მანჩესტერელები შინ 2:5 დამარცხდნენ „ლესტერთან“ და ლიდსში გაგიჟებულები ჩავიდნენ. თავიდან ყველაფერი მათი სცენარით დაიწყო. რაჰიმ სტერლინგმა მალევე გახსნა კიდეც ანგარიში. მაგრამ სადღაც 30-ე წუთიდან სტუმრებმა თითქოს პაუზა აიღეს. ეს პაუზა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. ამასობაში მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს და შეცვლაზე შესულმა როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა, მას შემდეგ, რაც „ქალაქელთა“ მეკარე ედერსონი გამოსვლაზე შეცდა. ეგ კი არა, ლიდსელებს მომხდურები შეიძლება საერთოდ უქულოდ გაეშვათ შინ, მაგრამ სასწაულით გადარჩნენ. ბოლო წუთებზე გვარდიოლას გუნდი გაცოცხლდა, მაგრამ ძალები უკვე აღარ ეყოთ და მატჩი 1:1 დამთავრდა.

გვიან შეხვედრაში „ნიუკასლმა“ „ბარნლის“ 3:1 მოუგო. დუბლი მიითვალა კალუმ უილსონმა. ბარნლელთაგან ერთი გოლის ავტორმა, ნახევარმცველმა ეშლი ვესტვუდმა კი მე-100 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.

ინგლისი

პრემიერლიგა. 4 ტური. 3 ოქტომბერი

ჩელსი - კრისტალ პალასი 4:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0 ჩილუელი (50), 2:0 ზუმა (66), 3:0, 4:0 ჟორჟინიო (78 პენ, 82 პენ)

ჩელსი: მენდი, ტიაგუ სილვა, ზუმა, ჩილუელი, ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე (კოვაჩიჩი 83), ვერნერი, ჰადსონ-ოდოი ( პულიშიჩი 93), ჰავერცი, აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, კუიატე, სახო, მიტჩელი, თაუნსენდი, მაკგრეგორი (რიდვალდი 72), მაკარტი (მილივოევიჩი 67), ეზე, აიუ, ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ასპილიკუეტა (64), კანტე (70)

ევერტონი - ბრაიტონი 4:2

ლივერპული. “გუდისონ პარკი.“

1:0 კალვერტ-ლიუინი (16), 1:1 მოპე (41), 2:1 მინა (45+2), 3:1, 4:1 ხამეს როდრიგესი (52, 70), 4:2 ბისუმა (90+2)

ევერტონი: პიკფორდი, კინი, დინი, მინა, კოულმენი (დელფი 58), სიგურდსონი, დუკურე, დევისი, რიშარლისონი (აივობი 25), კალვერტ-ლიუინი, ხამეს როდრიგესი (უოლკოტი 78)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბრაიტონი: რაიანი, უაითი, უებსტერი, დანკი, ლემპტი (ველტმანი 46), ბისუმა, ალსატე (გროსი 82), მარჩი, კონოლი (ლალანა 66), მოპე, ტროსარი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: ალსატე (4)

ლიდსი - სიტი 1:1

ლიდსი. „ელანდ როუდი.“

0:1 სტერლინგი (17), 1:1 როდრიგო (59)

ლიდსი: მელიე, ეილინგი, კოხი, კუპერი, ალიოსკი (პოვედა 46), დალასი, ელდერ კოშტა, ფილიპსი, კლიხი (დევისი 77), ბემფორდი, რობერტსი (როდრიგო 56)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, მენდი (აკე 71), როდრი, დე ბრუინი, ფერნან ტორესი (ბერნარდუ სილვა 65), მაჰრეზი (ფერნანდინიო 77), ფოდენი, სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ბემფორდი (12), დალასი (90+2); მენდი (36)

ნიუკასლი - ბარნლი 3:1

1:0 სენ-მაქსიმენი (14), 1:1 ვესტვუდი (61), 2:1, 3:1 უილსონი (65, 77 პენ)

0.079632